მოსწავლემ
შეძლოს:
·
დაასახელოს რიცხვის ჩანაწერში სხვადასხვა
თანრიგში მდგომი ციფრების შესაბამისი მნიშვნელობები, წარმოადგენოს რიცხვი სათანრიგო შესაკრებების ან სხვა სახით;
·
გამოიყენოს პოზიციური სისტემა რიცხვების
შედარებისას, დაალაგოს რიცხვები ზრდადობით ან კლებადობით.
·
დაასახელოს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო
რიცხვები; დაასახელოს მოცემული რიცხვის უახლოესი ათეული, ასეული;
·
თანრიგების შესაბამისი
ბიჯით დაითვალოს წინ/უკან მოცემული რიცხვიდან.
· ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები,
რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი;
· ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,
რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები;
· განახევრება-გაომაგების მოქმედებების
შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან;
· რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება ამოცანების ამოხსნისას;
· თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების
გამოყენება ფიგურების აღსაწერად;
· ფიგურათა ზომების შედარება და
დადგენა;
· თვისებრივი მონაცემების შეგროვება
მისი უშუალო გარემოცვის შესახებ;
· თვისებრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.
·
დააკავშიროს გამრავლება-გაყოფა ერთმანეთთან,
როგორც ურთიერთშებრუნებული მოქმედებები და მოახდინოს ამის დემონსტრირება მოდელზე;
·
დაასახელოს,
თუ რამდენი წყვილი, 5-ეული, 10-ეული და სხვ. არის მოცემულ რიცხვში და დაასაბუთოს პასუხი (მაგალითად, რამდენი 10-ეულია 412-ში, კიდევ რამდენი ერთეული რჩება?);
·
გამოიყენოს
რომელიმე ხერხი და იპოვოს მეორე
შესაკრები, თუ ცნობილია პირველი შესაკრები და ჯამი - იპოვოს უცნობი
მაკლების, მოცემული საკლებითა და სხვაობით (1000-ის ფარგლებში მაინც);
Комментариев нет:
Отправить комментарий