საწრეო მუშაობის რეფლექსია
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო
სკოლის III/გ
კლასში 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე. წრის
შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.
წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში საკუთარ ბლოგზე.
წრეში
გაერთიანებული იყო 14 მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით,
მე-6 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ იყო გაწერილი
პროგრამის სახით.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მათემატიკაში. საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
• გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
• მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
• მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, რომელიც ემსახურებოდა არგუმენტირებული მსჯელობის, დამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, დასკვნების გამოტანის, შეფასების თუ სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შემიცვლია. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საჭიროებები, მეტი რესურსის მოძიება, უფრო მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე.
მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა არ შემიცვლია. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საჭიროებები, მეტი რესურსის მოძიება, უფრო მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე.
შევეცადე მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო ყოფილიყო მშვიდი, კეთლგანწყობილ
ურთიერთობებზე აგებული, ასევე ვცდილობდი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები
ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მეცადინეობებზე ვიყენებდი რესურს, რომელიც
ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს
მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები.
გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა,რომ მოსწავლეებს მოსწონთ საწრეო მუშაობა, ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვის, ამომწურავი და გასაგები ახსნისათვის გაუგებარი საკითხების შემთხვევაში, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისათვის.
მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის შექმნას, აღნიშნავენ, რომ წრე იყო კარგად ორგანიზებული, კმაყოფილი არიან კურატორის მუშაობით, მათი შვილი სიამოვნებით დადიოდა დაგეგმილ მეცადინეობაზე, უფრო ხალისით და მონდომებით მუშაობდა ამ კუთხით,რაც აკადემიურ მიღწევებზეც აისახა.
მათემატიკის საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий